უკრაინამ ნიკოლაევის რაიონში ოკუპანტების 4 ვერტმფრენი ჩამოაგდო. ამის შესახებ შეიარაღებული საზღვაო ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით unian იტყობინება.
საზღვაო ძალების ინფორმაციით, ნიკოლაევის რაიონში უკრაინულმა საზღვაო ქვეითებმა კოლეგებთან ერთად ჩამოაგდეს მტრის ოთხი ვერტმფრენი, ხოლო ერთ-ერთმა საზღვაო ქვეითმა ჩამოაგდო 3 ერთეული ერთდროულად.
„ერთ-ერთმა საზღვაო ქვეითმა ერთდროულად ჩამოაგდო სამი ერთეული. პროფესიონალიზმის, გამბედაობისა და გმირობის ნამდვილი მაგალითი! და ეს არის კიდევ ერთი დამარწმუნებული ნაბიჯი გამარჯვებისკენ!“ – თქვა უკრაინის საზღვაო ძალების სარდალმა, კონტრადმირალმა ოლექსი ნეიჟპაპამ.
[sexy_author_bio]