უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო, რამდენიმე საზღვაო პორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხერსონის, სკადოვსკის, მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტები დაიხურება.
როგორც UNIAN წერს, მთავრობა აცხადებს, რომ პორტები განაახლებენ მუშაობას, როდესაც მათ კვლავ უკრაინული მხარე გააკონტროლებს.
,,უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო 2022 წლის 28 აპრილის No256 ბრძანება, რომელიც რეგისტრირებულია უკრაინის იუსტიციის სამინისტროში 2022 წლის 29 აპრილს No470/37806 „საზღვაო პორტების დახურვის შესახებ“. ბრძანების შესაბამისად, ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან დაკეტილია ბერდიანსკის, მარიუპოლის, სკადოვსკის, ხერსონის საზღვაო ნავსადგურები“, – ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი