უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კიევმა მოსკოვს 2.1 მილიარდი გრივნას ($71 მილიონი) ღირებულების აქტივები ჩამოართვა. ამის შესახებ reuters წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აქტივები რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ს, ბუნებრივი აირის მწარმოებელ გაზპრომსა და ბირთვული ენერგიის კორპორაცია Rosatom-ს ეკუთვნოდათ.
როგორც reuters წერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინაში შეჭრის მოსამზადებლად და დივერსიული და სადაზვერვო საქმიანობის დასაფინანსებლად გამოიყენა.
გასულ თვეში, უკრაინამ 31 მილიარდი გრივნის ღირებულების აქტივები ომის თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილ რუს ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს ჩამოართვა. ასევე, დააყადაღა ნავთობკომპანია Tatneft-ი და რუსი მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანი.
ავტორი