უკრაინამ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენ გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა ამ გადაწყვეტილების დეტალები, მაგრამ განაცხადა, რომ ის უკვე მიღებულია.
„ეს დილა ისტორიაში შევიდა, მაგრამ ეს ამბავი სრულიად განსხვავებულია ჩვენი ქვეყნისთვის და რუსეთისთვის. “უკრაინა არ დათმობს თავის თავისუფლებას” – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ, პუტინი რუსეთი ჰიტლერის გერმანიის ქმედებებს შეადარა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა.
[sexy_author_bio]