უკრაინის შეიარაღებული ძალების, ერთ-ერთმა მექანიზებული ქვედანაყოფის ჯარისკაცებმა რუსული საბრძოლო ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტავრიის მიმართულების ხელმძღვანელი, ოლექსანდრ ტარნავსკი ავრცელებს.
ტარნავსკის ცნობით, უკრაინამ რუსული სამხედრო ვერტმფრენი 7 თებერვალს ჩამოაგდო.
,,მტერმა „ალიგატორი“ ეკიპაჟით MANPADS, ავდივის მიმართულებით ნიადაგი გაანოყიერა,“ – წერს ტარნავსკი
მისივე ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ნოვოპავლოვსკის, ავდიივისა და ორიხოვის მიმართულებებზე.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, უკრაინელებმა ომის დაწყებიდან დღემდე 325 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
ავტორი