უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოდან საკუთარ ელჩს კონსულტაციებისთვის იწვევენ, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ბრიფინგზე განაცხადა.
„სასწრაფოდ გამოვიწვევთ ელჩს საქართველოდან იმ მოხალისეებისთვის ბარიერის შექმნის გამო, რომლებსაც სურთ დაგვეხმარონ, ასევე სანქციების მიმართ ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა მან.