უკრაინამ რუსეთის ლატარიასა და ტოტალიზატორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიაში შედის 287 ორგანიზაცია და 120 ფიზიკური პირი. მათ შორის არიან ბიზნესმენები რუსეთიდან, სომხეთიდან, კვიპროსიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან.
შეზღუდვები, კერძოდ, შეეხება Sportloto-ს, First International Bookmaker Company-ს, Bet.Ru-ს, CreditService-ს, Sportbet-ს, Betsity-სა და Matchbet-ს.
სანქციები გულისხმობს უკრაინაში აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, ეკონომიკური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას. ასეთი შეზღუდვები დაწესებულია 50 წლის ვადით.