“უკრაინას უნდა ჰქონდეს გამბედაობა აღმართოს თეთრი დროშა და დაიწყოს მოლაპარაკება აგრესორ ქვეყანასთან”,_ აღნიშნული განცხადება რომის პაპმა ფრანცისკემ გააკეთა.
“ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე და აქვს თეთრი დროშის გამბედაობა და მოლაპარაკებებს აწარმოებს.
სიტყვა „მოლაპარაკება“ გაბედული სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, საქმე ცუდად მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის“,_ აღნიშნა რომის პაპმა შვეიცარიული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, ინტერვიუ თებერვალშია ჩაწერილი და სატელევიზიო ეთერში 20 მარტს გავა.