უკრაინაში, ვინიცის რეგიონში მდებარე სამხედრო იარაღის საწყობი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქების გამო 28 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ცნობით, საწყობში სადაც 188 000 ტონა საბრძოლო მასალა ინახებოდა, აფეთქებები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, არ არის გამორიცხული რომ აფეთქება საბოტაჟს უკავშირდებოდეს.