,,60 წელს ზემოთ ვაქცინირებული პირები საჩუქრად სმარტფონს მიიღებენ.“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც გამოცემა GORDON წერს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანია ჰქონდეს მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტი „სახელმწიფოს ყველა კუთხეში“ და მასზე წვდომა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს.
„გაზაფხულზე ვიწყებთ ახალ დიდ სახელმწიფო პროგრამას: 60 წელზე უფროსი ასაკის ყველა აცრილი უკრაინელი უფასო მაღალი ხარისხის და თანამედროვე სმარტფონს და შეღავათიან ტარიფს მიიღებს. ეს არის ჩვენი ოცნება და ეს უკვე რეალობაა. არის გზა ჩვენი მთავარი მიზნისაკენ – უკრაინის ყველა მოქალაქისთვის ინტერნეტზე წვდომა. სახელმწიფო სმარტფონში ყველასთვისაა“ – განაცხადა განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენმა, ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ უკვე დაიწყო ციფრული წიგნიერების კურსები მოხუცებისთვის.
ცნობისთვის, ამჟამად უკრაინაში პროგრამა „მხარდაჭერა“ მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც, ვაქცინირებულ მოქალაქეებს 1 000 გრივნას უხდიან. მიმდინარე კვირას კი, უკრაინის მთავრობამ აღნიშნულ პროგრამას გააფართოვებს.