იაპონიის მოქალაქე კეიჩი კუროგი ერთ-ერთია იმ იაპონელი მოხალისეებიდან, ვინც რუსეთის წინააღმდეგ მებძოლ ‘საერთაშორისო ლეგიონს’ შეუერთდა უკრაინაში, _ ამის შესახებ reuters წერს.
“როცა ვნახე მოხუცი ქალების და კაცების ფოტოები იარაღით ხელში, ვიგრძენი, რომ იქ მეც უნდა წავსულიყავი”, _ აცხადებს ის.
როგორც გამოცემა წერს, 39 წლის კუროგი სამხრეთ-დასავლეთ იაპონიიდანაა. ის აცხადებს, რომ იაპონიაში უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და მოხალისედ ჩაეწერა.
საელჩომ მას უკრაინაში წაყვანაზე უარი უთხრა, რადგან სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა.
სამშაბათს, 70 იაპონელი, მათ შორის, 50 იაპონიის არმიის ვეტერანი და 2 საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ვეტერანი მივიდა ერთ-ერთი იაპონურ კომპანიაში, რომელიც მათ უკრაინაში ჩაყვანას უზრუნველყოფს. ამ ჯგუფის წევრი კეიჩი კუროგიც არის.
ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ ადამიანებს მოუწოდა უკრაინას მტერთან ბრძოლაში დაეხმარონ.