unian-ის ინფორმაციით, დაბომბვისას უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა. უკრაინული მედია ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჟვანია ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვოპოკროვკასთან, საოკუპაციო ძალების ბლოკპოსტთან, საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ჭურვი ავტომობილს მოხვდა, რომელშიც ყოფილი დეპუტატი იმყოფებოდა.
unian-ის ცნობით, დავით ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და „როსატომის“ არაოფიციალური წარმომადგენელი იყო. დავით ჟვანია იყო უკრაინის უმაღლესი რადას IV-VII მოწვევის დეპუტატი. 2005 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე იულია ტიმოშენკოს მთავრობაში უკრაინის საგანგებო სიტუაციების მინისტრის პოსტს იკავებდა.