უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს, რატი შურღაიას სამშობლოში,სავარაუდოდ,კვირის ბოლომდე ჩამოასვენებენ. ინფორმაცია “გურია ნიუსს” ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
მისი თქმით, რატის თბილისში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, 38 წლის მამაკაცი ხარკოვთან, შეტაკებისას დაიღუპა.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ 11 ქართველია დაღუპული: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე და ტატო ბიგვავა.
ავტორი