კრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს.
ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
ნიკა გელენიძე, დღესვე, ფოთში საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ცნობისთვის, ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად 18 ნოემბერს დაიღუპა.