24 თებერვლიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს თითქმის 83 880 რუსი სამხედრო, მათ შორის 420 მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
19 ნოემბრის დილის მდგომარეობით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს 2885 (+6) რუსული ტანკი, 5815 (+7) ჯავშანტექნიკა, 1867 (+2) საარტილერიო სისტემა, 393 MLR სისტემა, 209 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 278 საბრძოლო თვითმფრინავი, 261 შვეულმფრენი, 1536 ოპერატიული და ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და 480 საკრუიზო რაკეტა.