გერმანიის მიერ უკრაინას მიწოდებული საზენიტო სარაკეტო სისტემა პატრიოტი რაკეტებთან ერთად შეძლებს რუსული სამიზნეების ჩამოგდებას 150 კმ-მდე მანძილზე.
“სისტემა შორ მანძილზეა, მას შეუძლია მიაღწიოს [სამიზნეებს] 150 კმ-მდე მანძილზე, რაც შესაძლებელს გახდის რუსული თვითმფრინავების განდევნას ჩვენი საზღვრებიდან“,_ განაცხადა პოლკოვნიკმა იური ინჰატიმ.
ის აცხადებს, რომ თუ ეს არის სისტემის ერთ-ერთი უახლესი ვარიანტი, კერძოდ Patriot PAC-3, ის ასევე შეძლებს ჩამოაგდოს ბალისტიკური რაკეტები, როგორიცაა ისკანდერ-მ 40 კმ-მდე მანძილზე.
იჰნატმა დასძინა, რომ პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.
„რაც უფრო მალე დადგება საბრძოლო მოვალეობაზე პატრიოტის სისტემა, მით უკეთესი იქნება, რადგან ჩვენ შევძლებთ ვუპასუხოთ და გავაკეთოთ ის, რასაც დიდი ხანია განვიხილავთ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.