აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში მაიკ ვოლცმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინაში ისეთი ლიდერი ჭირდებათ, რომელიც ომის შეწყვეტის საკითხში ითანამშრომლებს როგორც ამერიკელებთან, ისე _ რუსებთან და დაამთავრებს ამ ომს.
„თუ აშკარა იქნება, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პირადი თუ პოლიტიკური მოტივები არ იქნება თანხვედრაში ომის შეწყვეტასთან, მაშინ, ჩემი აზრით, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვექნება“, _ თქვა ვოლცმა.
ვოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერმა „სახალხოდ და პატიოსნად“ უნდა განაცხადოს, რომ “მზად არის წავიდეს მშვიდობისკენ“.
მომზადებულია Українська правда-ს მასალებზე დაყრდნობით.

































































