ბესლან ტარბა, აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის მხარეს იბრძოდა.
უკრაინაში მიმდინარე ომში დაახლოებით სამი კვირის წინ აფხაზეთიდან მოხალისე მებრძოლიც დაიღუპა.
აფხაზეთის მკვიდრები რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” მონაწილეობენ როგორც რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებად, ასევე მოხალისეებად.
რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ “სვოს” ზონაში აფხაზეთიდან 70-ზე მეტი მოხალისე დაიღუპა.































































