გუშინ, 26 აგვისტოს, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გელა გოგია კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებებისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოხდება ცხედრის გადმოსვენება სამშობლოში. გელა გოგია სენაკელი იყო.
ცნობისთვის, ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.