უკრაინაში ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. გარდაცვლილი ზაქრო შუბითიძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა.
პოზიციები, სადაც ზაქრო შუბითიძე სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ოკუპანტების მასობრივი საარტილერიო იერიშის სამიზნე გახდა. შუბითიძე მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.