ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარედ იბრძოდა.
გრიგოლია აფხაზეთიდან დევნილი იყო და ბოლო 15 წელია, უკრაინაში ცხოვრობდა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საბრძოლო მოქმედებებს სულ 13 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.