უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
„უკრაინაში, კერძოდ ხერსონის ოლქში, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი – ბერდია ჯოხაძე“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 18 ქართველი მებრძოლია დაღუპული.