უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი ზურაბ მუშუქია ბახმუტთან ახლოს, აფეთქებას ემსხვერპლა. ცნობილია, რომ იგი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე კვირიდან იბრძოდა.
ზურაბ მუშუქია გასული წლის აპრილის თვეშიც დაიჭრა და გადარჩა, დღეს კი აფეთქებისას 4 თანამებრძოლთან ერთად დაიღუპა.
გარდაცვლილი მებრძოლი, ასევე იბრძოდა აფხაზეთის ომში. ზურაბ მუსუქიას ოჯახი, ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.