აღმოსავლეთ უკრაინაში აფეთქებების სერიის გამო მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ხარკოვთან მდებარე იარაღის საწყობში მომხდარ რამდენიმე აფეთქებას ოფიციალურმა პირებმა საბოტაჟი უწოდეს.
გავრცელებული ცნობით, ბაზაზე ათასობით ტონა საბრძოლო მასალა, მათ შრის რაკეტები და იარაღი ინახება, რისი მიწოდებაც კონფლიქტის ზონაში სამხედროებისთვის ხდება.
სამხედროების თქმით, ბაზის საერთო ფართობი350 ჰექტარია.
როგორც ცნობილია, სამაშველო გუნდმა ქალაქის და მიმდებარე სოფლებიდან 20 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
გავრცელებული ცნობით, 2015 წელს დაწესებულებაში ხანძრის გაჩენის მცდელობა იყო.