,,უკრაინაში ომი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ გადაწყვეტს მის დასრულებას“ – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა CNN-ს განუცხადა
”ომი არ დასრულდება შეხვედრებით, დასრულდება, როდესაც რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს მის დასრულებას და როდესაც იქნება, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სერიოზული პოლიტიკური შესაძლებლობა – შეთანხმება. ჩვენ შეგვიძლია ყველა შეხვედრა ჩავატაროთ, მაგრამ ეს არ დაასრულებს ომს“, – თქვა გუტერეშმა.
CNN – ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა როლის შესრულებას აპირებდა გაერო ომის დანაშაულების გამოძიებაში, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ძალებმა ჩაატარეს ქალაქ ბუჩაში , კიევის გარეუბანში, გუტერეშმა გაიმეორა თავისი მოწოდება „დამოუკიდებელი გამოძიების შესახებ“.
ცნობისთვის, გუტერეშის მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრისას, განიხილა, წინადადებები ჰუმანიტარული დახმარებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, კონფლიქტის ზონებიდან, კერძოდ ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლიდან .
რომლის შემდეგ გაეროს გენერალური მდივანმა განაცხადა, რომ პუტინი „პრინციპში“ დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დაეხმარონ მოქალაქეების ევაკუაციაში მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან.