ევროპის ქვეყნებში შეშფოთებულები არიან რუსეთთან ტრამპის დაახლოებით _ უკრიანაში ომის დასრულების შემდეგ კონტინენტზე შესაძლებელია სხვა კონფლიქტები წარმოიშვას.
პენტაგონმა შეაჩერა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული კიბეროპერაციები იმ მოტივით, რომ რუსეთის მოლაპარაკების მაგიდაზე დასვან _ ევროპაში აშშ-ს ეს ნაბიჯი საგანგაშოდ მიიჩნიეს.
ფინეთის უშიშროების და დაზვერვის სამსახური (Supo) ყურადღებით აკვირდება, როგორ პოზიციონირებენ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები რუსეთთან მიმართებაში, _ განაცხადა ფინეთის დაზვერვის ხელმძთღვანელმა იუჰა მარტელიუსმა 4 მარტს, _ _ იუწყება Reuters.
სამშაბათს Supo-მ გამოაქვეყნა ეროვნული უშიშროების ანგარიში, რომელშიც რუსეთი მოხსენიებულია, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე ფინეთისთვის _ ფინეთს რუსეთთან 1 340 კილომეტრის საზღვარი აქვს.
საკუთარ ანგარიშში Supo-მ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ფინეთისა და ევროპის ქვეყნებისთვის უშიშროების საფრთხე მაშინაც კი გაიზრდება, თუ უკრაინაში ომი დასრულდება.
„როცა უკრიანაში ომი დასრულედება, რუსეთის რესურსები გამოთავისუფლდება და მოსკოვი ამ რესურსებს სხვა ქვეყნებზე გავლენის გასახორციელებლად გამოიყენებს“, _ ნათქვამია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვი დიდი ხანია აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მეზობელი ქვეყნების, მათ შორის, ფინეთის წინააღმდეგ.
„ახლა კრემლს ახალი მიზანი აქვს _ შეარყიოს დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, _ ნათქვამია ანგარიშში.
ასევე ფიქრობენ რუმინეთის გენშტაბში _ ისინი ამბობენ, რომ რუსეთის მორიგი მსხვერპლი რუმინეთი იქნება.





























































