გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მონაცემებით, სულ მცირე 6,595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10,189 დაშავდა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა შორის იყო მინიმუმ 415 ბავშვი, 2,575 მამაკაცი, 1,767 ქალი და 1,838 კი ზრდასრული ადამიანია გარდაცვლილი, რომელთა სქესი ჯერ კიდევ უცნობია.
მშვიდობიანი მოსახლეობის მრავალი მსხვერპლი მოყვა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, დონბასში – აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონი, რომელიც ომის ეპიცენტრშია, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.
OHCHR-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ დონეცკსა და ლუგანსკში 3939 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5338 დაიჭრა, მათ შორის 449 რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
კომისიამ განაცხადა, რომ რეალური მაჩვენებლები “საკმაოდ მაღალია” ; ინფორმაციის ნაკლებობის ან დაგვიანებული ინფორმაციის გამო იმ ადგილებში, სადაც კონფლიქტი გაძლიერდა, მათ შორის ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, იზიუმი, ლისიჩანსკი, პოპასნა და სევეროდონეცკი დაზუსტება შეუძლებელია.
დაფიქსირებული მსხვერპლის უმეტესობა იყო ასაფეთქებელი იარაღის შედეგად, ფართო არეალის ეფექტებით, როგორიცაა მძიმე არტილერიით დაბომბვა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რაკეტები და საჰაერო დარტყმები.
ავტორი