უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 4113 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 4916 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, 4,113 მოკლულიდან 1 550 მამაკაცია, 1023 ქალი, 95 გოგო და 100 ბიჭი. დაღუპულებს შორის 69 ბავშვია. 1276 ადამიანის სქესი კი ჯერ უცნობია.
საომარი ქმედებების შედეგად 4916 ადამიანია დაშავებული.