,,9000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 453 ბავშვი, დაიღუპა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.
პრეზიდენტის უფროსი თანაშემწის თქმით, უკრაინამ, ასევე დაარეგისტრირა 80 000 დანაშაული, რომელიც ჩადენილია რუსული ძალების შეჭრის შემდეგ
„ჩვენ არ ვაპატიებთ არც ერთ წამებას და სიცოცხლეს, არც ერთ დანგრეულ სახლს, არც ერთ ცრემლს უკრაინელი ბავშვის. თითოეული დამნაშავე აგებს პასუხს“, – განაცხადა იერმაკმა.
იერმაკმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შექმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რათა რუსეთის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელი იყოს „აგრესიის დანაშაულისთვის“, რადგან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს არ აქვს შესაბამისი იურისდიქცია.
მან, ასევე მოუწოდა ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომელიც საშუალებას მისცემს რუსული აქტივების კონფისკაციას ომის ზარალის ასანაზღაურებლად.
„სამართლიანობის აღდგენის გარეშე გამარჯვება არ არის სრულყოფილი. ეს ნიშნავს, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და მათ მიერ მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს. დანაშაულის განმეორება თავიდან უნდა იქნას აცილებული.
ჩვენს შემთხვევაში, სამართლიანობა მიიღწევა იმ ადამიანების სასამართლო პროცესით, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაულებები“, – განუცხადა იერმაკმა ფორუმზე.
ავტორი