დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის თავზე რუსული ტაქტიკური თვითმფრინავების საჰაერო ოპერაციების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დილის მოხსენებაში აანალიზებს რუსეთის საჰაერო ძალების მოქმედებებს უკრაინის ცაზე და უწყება აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსული თვითმფრინავები ახლა უკრაინაში დღეში ათობით ოპერაციას ასრულებდნენ, როცა 2022 წლის მარტში ისინი 300-მდე ოპერაციას ასრულებდნენ.
,,ბოლო თვეების განმავლობაში, რუსული ტაქტიკური თვითმფრინავების გაფრენების რაოდენობა უკრაინის თავზე საგრძნობლად შემცირდა. თუ მარტში დღეში 300-მდე გაფრენა ხდებოდა, ახლა მათი რაოდენობა ათეულშია;
რუსეთს უკვე დაკარგა 60-ზე მეტი თვითმფრინავი, მათ შორისა გასულ კვირას დანაკარგები – Su-24M გამანადგურებელი-ბომბდამშენი და Su-25 თავდასხმის თვითმფრინავი;
სავარაუდოა, რომ თვითმფრინავებმა ნაკლებად ხშირად დაიწყეს აფრენა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მაღალი საფრთხის, ამინდის გაუარესებისა და ფრენის დროის შეზღუდვის გამო;
ვინაიდან რუსული სახმელეთო თავდასხმის ტაქტიკა ძირითადად ეყრდნობა ვიზუალურ იდენტიფიკაციას და უმართავ საბრძოლო მასალებს, ამ შეტევების დონე დაბალი იქნება ზამთრის ცუდი ამინდის პირობებში.“ – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.
ავტორი