3 000 ამერიკელი მოხალისე უკრაინაში ჩასვლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform შეიარაღებული ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოხალისეები მზად არიან შეუერთდნენ საერთაშორისო ბატალიონის ლეგიონს და მოიგერიონ რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე.
აღნიშნულ ჯგუფში არიან არმიის ვეტერანები, მათ შორის ერაყში და მსოფლიოს სხვა ადგილებში მიღებული საბრძოლო გამოცდილებით.
საერთო ჯამში, 16000-ზე მეტი უცხოელი მოხალისე მებრძოლი უკრაინაში მიემგზავრება.