უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ჯარები ძარცვავდნენ ხორბლის მარაგს, რადგან მძიმე ბრძოლები გრძელდება ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში. ამის შესახებ CNN წერს.
“რუსი ოკუპანტები ძარცვავენ სოფლის მოსახლეობას. მაგალითად, ქალაქ კამიანკა-დნიპროვსკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან 60 ტონაზე მეტი ხორბალი სატვირთო მანქანებთან ერთად მოიპარეს.“ – განაცხადეს გენერალურ შტაბში.
როგორც CNN წერს, მარცვლეულის მარაგის ამოღებაზე ისაუბრა ქალაქ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმაც, რომელიც კვირების განმავლობაში რუსული ჯარების ხელშია.
„დღეს ის ინდუსტრიულ მასშტაბებზე გადავიდა. გუშინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ვიდეო, სადაც ჩანს, რომ 50 მეტი მანქანებისგან შემდგარი ტრაილერების კოლონას გაქონდა მარცვლეული ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან… დღეს კი არ ვიცით სად გაგზავნეს“. – ამბობს მერი
ცნობისთვის, მელიტოპოლის მიმდებარე ტერიტორია აწარმოებს მნიშვნელოვან მარცვლოვან კულტურებს.
ავტორი