წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ მელიტოპოლის (ზაპორიჟიის ოლქი) მერი, ივან ფედოროვი რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს,_ განაცხადა kyivpost-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ.
“წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი ერთი საათის წინ გაიტაცეს დამპყრობლებმა”, – წერს ტიმოშენკო ტელეგრამის თავის არხზე.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ასევე დაწერა ტელეგრამის არხზე, რომ „მელიტოპოლში 10 კაციანი დამპყრობლების ჯგუფმა გაიტაცა ქალაქის მერი ივან ფედოროვი, რომელმაც უარი თქვა მტერთან თანამშრომლობაზე“.
„გატაცების დროს თავზე პარკი ჩამოაცვეს. მტერმა იგი ქალაქის კრიზისულ ცენტრში დააკავა. ივან ფედოროვის ოფისში უკრაინის დროშა იყო“, – თქვა მან.