უკრაინაში საომარი ქმედებები გრძელდება.
როგორც გამოცემა The UNIAN იუწყება, დონბასში, ოკუპანტების მიერ სოფელ ნოვგოროდზე მიტანილი იერიშის შედეგად მოქალაქე დაშავდა.
ჭურვი სახლიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით აფეთქდა.
მომხდარის შედეგად, სლავიანსკის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლის ფანჯრები დაზიანდა, ხოლო 1941 წელს დაბადებული მოქალაქე დაშავდა.
დაზარალებული ტორეცკში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.