უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდება, სადაც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100% უკვე დათვლილია.
მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24 %, ხოლო პოროშენკომ 15.95% მოიპოვეს.