უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს რუსეთის შეტევა კუპიანსკის, ლიმანის მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა Telegram-ზე განაცხადა, იუწყება Ukrinform.
„კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით ჩვენმა თავდაცვითმა ძალებმა შეაჩერეს მტრის შეტევა“, – წერს მალიარი.
როგორც Ukrinform ადრე იტყობინებოდა, რუსეთმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარა გასული დღის განმავლობაში.