“უკრაინელებმა მოკლეს ოსი სეპარატისტი, ყაზბეგ ტიმოვი, რომელიც გიორგი ანწუხელიძის უშუალო წამებაში მონაწილეობდა “,_ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა ავრეცლებს.
“უკრაინელებმა გაანადგურეს ყაზბეგ ტიმოვი(ოსი სეპარატისტი)- გიორგი ანწუხელიძის უშუალო ჯალათი/მკვლელი. ჩვენს მაგივრად აიღეს სისხლი ჩვენმა ძმებმა! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას! დიდება უკრაინაში მებრძოლ ქართველ და სხვა ეროვნების მეომრებს!”,- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.