უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ 3 დეკემბერს ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე ისაუბრა და სამხედროების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
“მთავარ არხთან” ინტერვიუში გონჩარენკომ თქვა, რომ ეს არის საერთო ომი მტრის წინააღმდეგ.
რადას დეპუტატმა, უკრაინაში მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინელი ერი მადლიერია ქართველი მებრძოლების.
,,სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული ქართველი და უკრაინელი გმირების ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ეს ქართველი ბიჭები უკრაინისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მებრძოლები ამ ომში შეგნებულად წავიდნენ, რადგან მათ იცოდნენ, რომ რუსეთი საერთო მტერია და ეს ომიც, საერთო ომია. ეს მებრძოლები აქ საქართველოსთვის და სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ. უკრაინელი ერი მადლობელია თითოეული მოხალისე მებრძოლის რომელიც მხარში დაგვიდა. ეს ძალიან დიდი დანაკარგია. გმირები არ კვდებიან. მადლობა ყველა ქართველს რომელიც აქ არის. საუკეთესო ადამიანების დაკარგვა ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია“, – თქვა გონჩარენკომ.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან კადიროველების საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპა.
ცნობისთის ბახმუტის ფრონტის ხაზი ყველაზე ცხელი წერტილია
რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
ავტორი