„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გრიგოლეთის სანაპირო ზოლში, ზღვასთან ახლოს, ოთხი ძირი მრავალწლიანი ფიჭვის ხე მოჭრეს.
_ადამიანი, რომელმაც ეს ჯანმრთელი ხეები მოჭრა და მშენებლობა წამოიწყო, უკრაინელია. გვეუბნება, რომ ვიყიდე ეს ადგილი, ჩემია და თქვენ ვინ გკითხავთო. ზღვასთან ახლოს, ასეთ ადგილზე, ნუთუ დასაშვებია ამდენი საღი ხის მოჭრა? – გვატყობინებს წყარო და ამბობს, რომ ცხელ ხაზზეც აპირებენ დარეკვას.
„გურია ნიუსი“ ამ დრომდე ცდილობს, გურიის გარემოს დაცვითი სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს დაუკავშირდეს, თუმცა სატელეფონო ზარს არავინ პასუხობს. რაც შეეხება აღნიშნული სამსახურის უფროსს, ალექსი გოგალაძეს, ის, დიდი ხანი არაა, რაც გაათავისუფლეს და შემცვლელი დანიშნული არ არის.
„გურია ნიუსი“ განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას.