უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ჩამოაგდეს 13 „კამიკაძე“ უპილოტო თვითმფრინავი სამხრეთ მიკოლაივის რეგიონში, – ამის შესახებ CNN წერს.
„18-19 ოქტომბრის ღამეს მტერმა ორჯერ შეუტია მიკოლაივის რეგიონს „შაჰედ-136“ კამიკაძის თვითმფრინავებით. თერთმეტი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის სარდლობამ „სამხრეთი“, კიდევ ორი კი, უკრაინის ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა.“_ ნათქვამია შეიარაღებული ძალების Telegram განცხადებაში.
უკრაინა ამ კვირაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ელექტროენერგიის წყაროებზე ფართო თავდასხმის წინაშე დგას, უპილოტო თვითმფრინავებისა და საკრუიზო რაკეტების მონაწილეობით.
ავტორი