უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს კადიროვის ძალების ქვედანაყოფი კიევის რეგიონში, ჰოსტომელთან.
“ჰოსტომელის მახლობლად განადგურდა კადიროვის ძალების ქვედანაყოფი. ჯგუფთან ერთად მოკლეს რუსეთის გვარდიის ჩეჩნური ქვედანაყოფის 141-ე პოლკის მეთაური, მაგომედ თუშაევი”, – წერს უკრაინის უმაღლესი რადა Telegram-ზე.
ukrinform-ის ინფორმაციით, კადიროვის ძალების ქვედანაყოფები ასევე შენიშნეს ხარკოვის მიმართულებით, მათ მანქანებზე Z ნიშნით. ამჟამად ასეთი მანქანები სუმიდან კიევის მიმართულებით მიდის.