უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის სამი სოფელი დაიბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების შედეგად, დაკარგეს კონტროლი დობრიანკას, ნოვოვოზნესენსკოეს და ტრუდოლიუბოვკას დასახლებებზე. ბრძოლები სოფელ ალექსანდროვკას მიდამოებში გრძელდება.
გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუჟნობუგსკის მიმართულებით მტერი იღებს ზომებს საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად, ასევე იღებს ზომებს პოზიციების საინჟინრო აღჭურვილობით. გრძელდება ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი.
როგორც unian წერს, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ხერსონში მედიკამენტების, საკვების და საწვავი მარაგი იწურება. გარდა ამისა, მოსახლეობას ოკუპანტების ზეწოლა ემუქრება, რომლებიც არამარტო მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევას, არამედ რეიდებსაც ახორციელებენ.
ამავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა გუშინ, 5 აპრილს განაცხადა, რომ რუსული ჯარები ემზადებიან ხერსონის ჩაბარებისთვის, მაგრამ ისინი აღარ იმყოფებოდნენ ნიკოლაევის რეგიონში.