უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზმეინის კუნძულზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. გასულ ღამეს 10-ზე მეტი იერიში განხორციელდა – ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, განადგურებულია ოკუპანტების კიდევ ერთი სარაკეტო სისტემა და სამხედრო პერსონალი.
“ჩვენ ვიკვლევთ შედეგებს, მაგრამ უკვე გვაქვს პირველი ცნობა იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „Pantsir-C1“ განადგურდა“, – განაცხადა ნატალია ჰუმენიუკმა.
მისივე თქმით, კუნძულზე წინა დარტყმების დროს განადგურდა სარადარო სადგური, რაც ძალიან ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვანი ზიანია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ცნობით, უკრაინელი სამხედროები შავ ზღვაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლა გრძელდება, სამხედრო ოპერაცია იქნება ხანგრძლივი და გაგრძელდება კუნძულის ოკუპანტებისგან სულად გათავისუფლებამდე.
მისი თქმით, ოკუპანტები კუნძულზე საზენიტო მოწყობილობებით და სარაკეტო არტილერიით შეიარაღებულ დანაყოფს ათავსებენ.
“[კუნძულზე] არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარების სამი დანაყოფი. ამის გარდა, იქ არის რუსეთის ფედერაციის სანაოსნო ჯგუფი და სპეცდანიშნულების რაზმი. ეს ოპერაცია გრძელდება. ხანძრის შედეგად დაზიანებულია ობიექტები და ოპერაცია გაგრძელდება კუნძულ ზმეინის სრულ გათავისუფლებამდე”. – თქვა ბუდანოვმა.
ამასთან, ბუდანოვმა არ უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება უკრაინელი სამხედროებისთვის გათავისუფლების შემდეგ კუნძულზე დარჩენა. მისი თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ავტორი