რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს კონტროლი უკრაინის მიკოლაივის და ხერსონის ოლქებს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„5 მაისის 6:00 საათისთვის ოპერატიულ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინელი დამცველების წარმატებული ძალისხმევის წყალობით, მტერმა დაკარგა კონტროლი მიკოლაივის და ხერსონის რეგიონების საზღვარზე რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.