უკრაინის არმიამ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკან დააბრუნა სევეროდონეცკში. ახლა ქალაქი შუაზეა გაყოფილი,_ ამის შესახებ განცხადება ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ გააკეთა, იუწყება Ukrinform.
„რუსები აკონტროლებდნენ სევეროდონეცკის 70%-ს, მაგრამ უკან დაიხიეს ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქალაქი ახლა შუაზეა გაყოფილი. ოკუპანტებმა ბევრი პერსონალი დაკარგეს, რვა რუსი დაატყვევეს“, – წერს ჰაიდაი.
მისი თქმით, მტრის ჯარის ყველა რეზერვი მიმართულია სევეროდონეცკის და ლისიჩანსკ-ბახმუტის მაგისტრალის აღებისკენ.