უკრაინის ატომური სადგური კონტროლს არ ექვემდებარება,_ ამის შესახებ განცხადება გაეროს ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელმა გააკეთა.
მან გადაუდებელი თხოვნით მიმართა რუსეთს და უკრაინას, რომ სწრაფად მისცენ ექსპერტებს უფლება, რომ ეწვიონ ფართო კომპლექსს სიტუაციის სტაბილიზაციისა და ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად.
”ატომური უსაფრთხოების ყველა პრინციპი დარღვეულია” ქარხანაში. რაც სასწორზე დგას არის უკიდურესად სერიოზული და უკიდურესად მძიმე და საშიში”,_ განაცხადა რაფაელ როსიმ.
გროსიმ მოიხსენია ქარხნის უსაფრთხოების მრავალი დარღვევა და დასძინა, რომ ის არის “ადგილში, სადაც აქტიური ომი მიმდინარეობს”, ამ დროისთვის რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.