საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ ცერემონიაზე ომის საწინააღმდეგო და უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებები გაკეთდა.
უკრაინის მხარდასაჭერ ცერემონიაზე პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ მეგობარი ქვეყნების ელჩები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა, მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს ომში მყოფი უკრაინელი ხალხის მორალური და ჰუმანიტარული თანადგომისთვის. განსაკუთრებული მადლობა კი ქართველ მასწავლებელს, ლადო აფხაზავას გადაუხადა, რომელმაც უკრაინელების დასახმარებლად, ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, სოლიდური თანხა შეაგროვა.
„ლადო აფხაზავამ, რომელიც არის მასწავლებელი გურიიდან, შეძლო 700 000-მდე ევროს შეგროვება, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა უკრაინელი ხალხისთვის”-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ავტორი