მთელი ქვეყნის მასშტაბით უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ცხრა თვის განმავლობაში, რუსული დაბომბვის შედეგად, სულ 437 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 839 ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს.
„2022 წლის 21 ნოემბრის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 1276-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. არასრულწლოვანთა პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 437 ბავშვი, 839 ბავშვი კი, სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ავტორი