უკრაინელების კონტრშეტევის ახალი და ყველაზე მძლავრი ფაზა – დასავლური პრესა წერს და ოფიციალური კიევი ადასტურებს – ფრონტის ხაზზე უკრაინის საბრძოლო შენაერთები განსაკუთრებულად არიან გააქტიურებული.
რუსული არმია ამ შეტევას მხოლოდ უკანდახევით პასუხობს. ოკუპანტები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ სოფლებს ყველა მიმართულებით, რომლებზეც უკრაინის არმია უტევს. სრულიად საპირისპირო ვითარებაზე საუბრობს კრემლის ლიდერი. ვლადიმერ პუტინი დღეს საგანგებოდ გამოჩნდა მედიასთან სცადა დაერწმუნებინა რუსეთის მოსახლეობა, რომ ფრონტზე ცვლილებები არ არის და უკრაინელების შეტევა ჩაიშალა.