რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. უკრაინის ოფიციალური პირი პირდაპირ ეთერში იტყობინება, რომ რუსეთმა დაიწყო ჯარების დამატებით მობილიზება. ამის შესახებ წერს The Guardian.
რუსეთის განცხადებით, მას ჯარები გაჰყავდა უკრაინის ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი, ყირიმის ანექსირებული ნაწილიდან, მიუხედავად ამისა, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ის ვერანაირ მტკიცებულებას ვერ ხედავს ჯარების გაყვანის და ამბობს, რომ რუსეთის მიერ გამოგზავნილი ვიდეო, რომელიც აჩვენებს თუ როგორ ტოვებს საბრძოლო ტექნიკა ყირიმს, ყალბია. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინმა დამატებით 7,000 ჯარისკაცი გაგზავნა საზღვარზე. მაგრამ კვლავ ერთსა და იმავეს აცხადებს, რომ მას არ სურს უკრაინაში შეჭრა. თუმცა სავარაუდო თარიღად, როდესაც შესაძლოა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრას, დასახელებული იყო 16 თებერვალი, ახლა კი 20 თებერვალს ვარაუდობენ, ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ.
[sexy_author_bio]